Belive

ისტორია იწერება - იამალმა მესის რეკორდი გაიმეორა!

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების 17 წლის გარემარბმა - ლამინე იამალმა, ლეო მესის მიერ მიღწეული ათიწლისწინანდელი მიღწევა გაიმეორა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ლამინე იამალი, "ბარსელონას" პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში, საწყისი 10 ტურის შემდეგ 6 საგოლე გადაცემა მოაგროვა.

ბოლოს ეს მიღწევა სწორედ ლეო მესიმ, 2014/2015 წლების სეზონში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ განვლილი 10 ტურის შემდეგ, ლა ლიგას 27 ქულით "ბარსელონა" ლიდერობს. 17 წლის ლამინე იამალის ანგარიშზე კი 4 გატანილი გოლი და 6 შესრულებული საგოლე გადაცემაა.

იამალმა მიმდინარე სეზონში საგოლე გადაცემის შესრულება შემდეგ კლუბებთან შეძლო: "სევილია"; "ვილიარეალი"; "ვალიადოლიდი (2 საგოლე გადაცემა); "რაიო ვალეკანო" და "ვალენსია".

კატალონიის "ბარსელონა" მე-11 ტურში "სამეფო კლუბს" ესტუმრება. "ელ კლასიკო" 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები