Belive

ლენარტ კარლმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა, გერმანიას მისი ჩამნაცვლებელი დასჭირდეს

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ნაკრების 18 წლის ნახევარმცველმა, ლენარტ კარლმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. ის პარასკევს ვარჯიშზე მიღებული დაუზუსტებელი ტრავმის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს - სკანირებისთვის.

კარლი მიუნხენის ბაიერნში წარმატებული სეზონის შემდეგ, გერმანიის ნაკრების ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ითვლება - კარლი ჩემპიონთა ლიგაზე, ბაიერნის ყველაზე პატარა ფეხბურთელია, რომელმაც გოლის გატანა მოახერხა.

სამწუხაროდ, ლენიმ დღეს ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. უნდა დაველოდოთ რა მოხდება. სიმართლე გითხრათ, ყველაფერი ცუდად გამოიყურება.

მან სიტუაცია უნდა შეაფასოს, ამისთვის დიაგნოზი გვჭირდება და შემდეგ შეგატყობინებთ. ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მასთან ერთად ტურნირზე თამაში თუ შემცვლელის წარდგენა მომიწევს. - განაცხადა გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა

კარლი ამერიკასთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას ნამდვილად ვერ მიიღებს - ამოვარდება თუ არა მსოფლიოს განაცხადიდან, ამას ტრავმის დაზუსტების შემდეგ შევიტყობთ.

სხვა სტატიები