ლეაუ: ,,ევროპა ლიგის მოგებას ვეცდებით, რადგან ეს არის თასი, რომელიც მილანს არასდროს მოუგია''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მილანის'' თავდამსხმელმა, რაფაელ ლეაუმ, ,,ნიუკასლთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გაგრძელება გვინდოდა, მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ, მაინც ვიზეიმეთ, რადგან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ.
ახლა ევროპა ლიგაზე გადავერთვებით და მის მოგებას ვეცდებით, რადგან ეს არის თასი, რომელიც მილანს არასდროს მოუგია. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენის მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მაინც ევროტურნირზე ვართ.'' - რაფაელ ლეაუ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ,,მილანმა'' ,,ნიუკასლს'' სტუმრად 2:1 მოუგო და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა.
შედეგად, სტეფანო პიოლის გუნდი ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.