Belive

მანჩესტერ სიტი ქულებს ისევ კარგავს

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ სიტი" "ნიუკასლს" ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი გოლი 35-ე წუთზე იოშკო გვარდიოლმა გაიტანა, 57-ე წუთზე ანგარიში ენტონი გორდონმა გაათანაბრა.

"მანჩესტერ სიტი" ზედიზედ მეორე მატჩია ქულებს კარგავს, წინა ტურში უშუალო კონკურენტ "არსენალთან" 2:2 ითამაშა.

დღეს, "ლივერპული" "ვულვზს" ხვდება, თუ მერსისაიდელები მეტოქეს დაამარცხებენ ცხრილში გალიდერდებიან, ასევე "არსენალი" დღეს "ლესტერს" ეთამაშება, მეთოფეები გამარჯვების შემთხვევაში "სიტის" ქულებში გაუთანაბრდებიან.

სხვა სტატიები