Belive

LE FIGARO - "მიქაუტაძემ ვერ შეძლო მატჩზე სათანადო გავლენის მოხდენა"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მშობლიურ კლუბში დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ, პირველ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ლიგა 1-ის 2024/25 წლების სეზონის პირველ ტურში "რენმა" "ლიონს" უმასპინძლა და 3 უპასუხო გოლი გაუტანა.

გიორგი მიქაუტაძე მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და სადებიუტო გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ სტივ მანდანდამ ქართველი ფორვარდის პენალტი მოიგერია.

ავტორიტეტული ფრანგული მედია საშუალება Le Figaro ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მიქაუტაძის შესახებაც წერს.

მშობლიურ კლუბში დაბრუნებულმა მიქაუტაძემ პირველ მატჩში ვერ გაიბრწყინა. "მეცის" ყოფილმა შემტევმა მატჩზე შესაბამისი გავლენის მოხდენა ვერ შეძლო. შესაძლოა მიქაუტაძე მიჩვეული იყო იმ გუნდში თამაშს, რომელიც ბურთს ნაკლებად აკონტროლებდა, მაგრამ მოუწევს "ლიონში" ადაპტაცია გაიაროს. ზოგჯერ მას უჭირდა, რომ თანაგუნდელებს შესაბამის ტემპში აყოლოდა. მიქაუტაძეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ საკუთარი გუნდი ბრძოლაში დაებრუნებინა, მაგრამ შესრულებულმა პენალტმა, ის თამაში ასახა, რომელიც აჩვენა. - Le Figaro.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ "ლიონის" მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და ქართველ ფორვარდს სადებიუტო მატჩშივე შეეძლო გატანილი გოლით თავის გამოჩენა, მაგრამ მისი პენალტი მანდანდამ მოიგერია

სხვა სტატიები