Belive

ლაზარე კუპატაძე: "ლამაზი ისტორია დასრულდა, მადლობა დიდი სიყვარულისთვის"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონის, "დინამო ბათუმისა" და საქართველოს ნაკრების მეკარის, ლაზარე კუპატაძის ურთიერთობა დასრულდა. აჭარული კლუბიდან წასვლის შემდეგ, 26 წლის მეკარემ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.
"მოგესალმებით ოფიციალურად დღეიდან, ბათუმის დინამოს ფეხბურთელი აღარ ვარ. ის ლამაზი ისტორია დღეს დასრულდა, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ, ფეხბურთელებმა, გუნდმა, საოცარმა გულშემატკივრებმა. მადლობა დიდი იმ საოცარი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის, რომელიც მე ამ გუნდში ყოფნისას მივიღე, არასდროს დამავიწყდება. მადლობა შავი ზღვის პირატებს და ყველა გულშემატკივარს. სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე ფეიქ სახის ინფორმაცია, ჩემსა და გუნდის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რაც სრული სიცრუეა. დღემდე, ამ წამამდე ამ ხალხთან ვინარჩუნებ ძალიან კარგ ურთიერთობას და ვრჩები ბათუმის დინამოს გულშემატკივრად. მიყვარხართ და მადლობა საოცარი ემოციებისთვის, კიდევ შევხვდებით", - დაწერა ლაზარე კუპატაძემ.
“საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი მეკარე “დინამო ბათუმში” 2021 წლის იანვარში მივიდა და შავიზღვისპირელებთან ერთად საქართველოს ეროვნული ლიგა და ქვეყნის სუპერთასი მოიგო. მან კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 62 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 58 გოლი გაუშვა, 30-ჯერ კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.  

სხვა სტატიები