ლაუტარო მარტინესის რეკორდი: არგენტინელი ინტერის ისტორიაში საუკეთესო გახდა
ლაუტარო მარტინესის ბრწყინვალე თამაში გრძელდება, რაც ციფრებშიც გამოისახება.
არგენტინელმა ვარსკვლავმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საწყის შეხვედრაში როტერდამის "ფეიენოორდს" გოლი გაუტანა, მისმა მილანის "ინტერმა" 2:0 იმარჯვა და საშინაო კედლებში უპირატესობა ექნება.
მნიშვნელოვანია, რომ ლაუტარო მარტინესის გატანილი გოლი სარეკორდო გამოდგა. კონკრეტულად, "ინტერის" კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 53-ე შეხვედრაში თავისი მე-18 გოლის გატანა მოახერხა და ამ ტურნირზე "ნერაძურის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ამ მიღწევით ლაუტარო მარტინესი ლეგენდარულ სანდრო მაცოლას უსწრებს, რომლის აქტივშიც ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერის" შემადგენლობაში 17 გოლია.
"ინტერი" ნიდერლანდურ გუნდს 12 მარტს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.