Belive

ლაუტარო მარტინესი: ,,მსგავსი გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონატზეც მქონდა''

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერის'' თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე ისაუბრა:

,,ორივე მატჩში დიდი სამუშაო გავწიეთ, გუნდურად თამაში გადამწყვეტი იყო. მსგავსი გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონატზეც მქონდა: თუ ერთიანები იქნებით, მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარებას საუკეთესოდ შეძლებთ.

ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გამოვდივარ, ვცდილობ, რომ ბოლომდე დავიხარჯო და თანაგუნდელებს დავეხმარო. ვიცოდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შესაძლებლობა გვქონდა და დღეს ჩვენი საქმე გავაკეთეთ,'' - მარტინესის სიტყვებს უეფას ვებგვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ინტერმა'' ,,მილანს'' 1:0 მოუგო. ორი შეხვედრის ჯამში სიმონე ინძაგის გუნდმა მეტოქე 3:0 დაამარცხა და ლიგის ფინალში გავიდა.

სხვა სტატიები