Belive

ლაშა დვალი ფერენცვაროშის დატოვებას აპირებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
​უნგრული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლაშა დვალი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბიდან, "ფერენცვაროშიდან" წასვლას აპირებს. შესაძლოა, 26 წლის ფეხბურთელი ეროვნული გუნდის კაპიტნებს, ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას შეუერთდეს და ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ბრატისლავის "სლოვანში" ითამაშოს. csakfoci.hu წერს, რომ ლაშა დვალმა სათამაშო დროის არ ქონის გამო უკმაყოფილება კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა და იგი მიიჩნევს, რომ კარიერაში ამ ეტაპზე ახალი ნაბიჯის გადადგმის დროა. დვალის უთამაშებლობა მეტწილად ხანგრძლივი ტრავმის დამსახურებაა, რომლის შემდეგაც მას გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება გაუჭირდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამავე გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით "ფერენცვაროშს" სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონისგან შემოთავაზება არ მიუღია. "საბურთალოს" აღზრდილი ფეხბურთელი, რომელსაც კარიერის განმავლობაში ლატვიის, თურქეთის, პოლონეთის ჩემპიონატებსა, ასევე მეორე ბუნდესლიგასა და ჩემპიონშიფში უთამაშია, "ფერენცვაროშის" წევრი 2019 წლის 30 იანვრიდანაა და ამ პერიოდში სამჯერ უნგრეთის ჩემპიონი გახდა, ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და საერთო ჯამში ჩატარებულ 61 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები