Belive

ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი პოლონეთის ჩემპიონში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლონეთის მოქმედი ჩემპიონის, "ლეხ პოზნანის" შემადგენლობაში გააგრძელებს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი 1-წლიანი იჯარის წესით კიევის "დინამოდან" ექსტრაკლასას გამარჯვებულის რიგებში ითამაშებს, სადაც ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელი, ნიკა კვეკვესკირი ირიცხება. გიორგი წიტაიშვილი პოზნანური კლუბის შემადგენლობაში 14-ნომრიან მაისურს მოირგებს. 21 წლის ფეხბურთელმა, რომლის აქტივშიც საქართველოს ნაკრებში უკვე 10 მატჩი და 2 საგოლე პასია, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, განათხოვრებით კრაკოვის "ვისლას" შემადგენლობაში ითამაშა, სადაც 7 შეხვედრაში, 1 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.  

სხვა სტატიები