Belive

ლაპორტა ხავის გუნდიდან გაშვებას ისევ განიხილავს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ,,ბარსელონას'' პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხავი, შესაძლოა, მაინც დაითხოვოს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლაპორტას უკმაყოფილება ,,ალმერიასთან'' მატჩის წინ სპეციალისტის განცხადებამ გამოიწვია. ხავიმ თქვა, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მომავალ სეზონში მის გუნდს წარმატების მიღწევა გაუჭირდება.

იანვარში, ,,ვილიარეალთან'' წაგებული მატჩის შემდეგ, ხავიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ,,ბარსელონას'' დატოვებდა, თუმცა აპრილში ესპანელმა გადაწყვეტილება შეცვალა.

44 წლის სპეციალისტმა კატალონიური გუნდი 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ,,ბლაუგრანამ'' ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები