Belive

რომა ივან იურიჩის მუშაობით უკმაყოფილოა და ახალ მწვრთნელს ეძებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რომა" მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი მწვრთნელის გაშვებას გეგმავს, ივან იურიჩის შემცვლელად რამდენიმე ვარიანტი განიხილება.

როგორც Gazzetta dello Sport იტყობინება "ფიორენტინას" და "სალერნიტანას" ყოფილი მწვრთნელი პაულო სოუზა ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელმაც შესაძლოა რომაული გუნდი ჩაიბაროს, ის ამჟამად არაბულ "შაბაბ ალ აჰლის" წვრთნის.

უგუნდო მწვრთნელებს რაც შეეხება, პირველი "რომას" სამიზნე რობერტო მანჩინია, რომელიც წარსულში "ინტერს", "ლაციოს", "მანჩესტერ სიტის" და იტალიის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, ასევე Gazzetta ამტკიცებს, რომ ფრენკ ლამპარდი კიდევ ერთი ვარიანტია.

რომაული გუნდი კიდევ ერთ ვარიანტს განიხილავს, ეს კლაუდიო რანიერია, რომელსაც ადრეულ წლებში "რომაში" მუშაობის გამოცდილება აქვს, მან სამწვრთნელო კარიერა უკვე დაასრულა, მაგრამ განაახლებს თუ არა ეს ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ "რომამ" ამჟამინდელი მწვრთნელი ივან იურიჩი გუნდის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის სექტემბერში დანიშნა, მაგრამ როგორც ჩანს გუნდი მისი შედეგებით უკმაყოფილოა და ხელმძღვანელობა ნაადრევად გათავისუფლებას განიხილავს. ხორვატი სპეციალისტის დანიშვნის შემდეგ "რომამ" ყველა ტურნირზე 4 მატჩი მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 4-ჯერ მარცხი განიცადა.

სხვა სტატიები