ლამპარდმა დაასახელა საუკეთესო თავდამსხმელი მათ შორის, ვისთან ერთადაც ოდესმე უთამაშია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ფრენკ ლამპარდმა, განაცხადა, რომ სერხიო აგუერო საუკეთესო თავდამსხმელია მათ შორის, ვისთან ერთადაც ოდესმე უთამაშია:
,,ვფიქრობ, აგუერო ყველაზე მაღალ დონეზეა. გამიმართლა, რომ თამაში დიდ ფეხბურთელებთან ერთად მომიწია. დიდიე დროგბა იყო თავდამსხმელი, რომლითაც ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, თუმცა აგუერო საუკეთესოა მათ შორის, ვისთან ერთადაც მითამაშია.
სერხიოს შეეძლო, მთელი მატჩი შეუმჩნეველი ყოფილიყო, შემდეგ კი გამარჯვების გოლი გაეტანა. საჯარიმოში ის ნამდვილი ,,მკვლელი'' იყო და თავდაჯერებულობით გამოირჩეოდა. მას როგორც თამაშის, ისე ვარჯიშის განსხვავებული სტილი ჰქონდა.'' - ფრენკ ლამპარდი
ლამპარდმა და აგუერომ ერთად 2014-2015 წლების სეზონში, ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ითამაშეს. არგენტინელმა იმ წელს 32 გოლი გაიტანა, ,,ქალაქელებმა'' კი პრემიერლიგაში მე-2 ადგილი დაიკავეს.
Frank Lampard:
— Simon Phillips (@siphillipssport) September 23, 2024
"Didier Drogba was one I always raved about as an all-round striker, as he gave you everything. But in terms [of being] an out-and-out goalscorer and finisher, Sergio Aguero is the best [striker]I have played with."https://t.co/yjQ2eTuAzY