ლამინე იამალმა ორი საოცარი მიღწევა დააფიქსირა
ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში ბარსელონამ ვილიარეალი 4:1 დაამარცხა. მატჩი გამორჩეული იყო იმ ფაქტით, რომ 18 წლის უნიჭიერესმა ფეხბურთელმა, ლამინე იამალმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამით ის ისტორიაში შევიდა.
18 წლისა და 230 დღის ასაკში, იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 21-ე საუკუნეში ლა ლიგაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. იამალი ასევე გახდა ისტორიაში მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ეს შედეგი დააფიქსირა. ყველაზე ახალგაზრდა 17 წლისა და 337 დღის, ხოსე ირარაგორი (ატლეტიკ ბილბაო) იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, მან ეს 1930 წელს მოახერხა. მეორე ყველაზე ახალგაზრდა კი პაბლო პობმო (რასინგი სანტანდერი) გახლდათ, ის 30 დღით უმცროსი იყო იამალზე, მან თავისთვის პირველი ჰეთ-თრიქი 1934 წელს შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ლამინე იამალს 18 წლის ასაკში 100 საგოლე მოქმედება დაუგროვდა.