Belive

ლამინე იამალმა ესპანეთის თასის რეკორდი დაამყარა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა დელ რეის მეოთხედფინალში ,,ბარსელონა'' ,,ბილბაოსთან'' სტუმრად დამატებით დროში, ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

მატჩის პირველ ნახევარში გოლი გაიტანა ლამინე იამალმა, რომელიც 16 წლისა და 195 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ესპანეთის თასზე გაუტანია.

კატალონიური გუნდის ტალანტმა მალაგას ყოფილი თავდამსხმელის, ხუანმის, რეკორდი გააუმჯობესა რომელმაც 2010 წელს თავი 16 წლისა და 238 დღის ასაკში გამოიჩინა.

მიმდინარე სეზონში ,,ბარსელონას'' შემტევის ანგარიშზე 29 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები