Belive

ლამინე იამალმა ესპანეთის სუპერთასის რეკორდი დაამყარა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ,,ბარსელონამ'' ,,ოსასუნას'' 2:0 მოუგო.

მატჩში საბოლოო ანგარიში ლამინე იამალმა დააფიქსირა, რომელიც 16 წლისა და 182 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ესპანეთის სუპერთასზე გაუტანია.

მიმდინარე სეზონში ,,ბარსელონას'' შემტევის ანგარიშზე 26 შეხვედრაში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ტურნირის ფინალში კატალონიური გუნდის მეტოქე მადრიდის ,,რეალი'' იქნება, მატჩი კვირას, 14 იანვარსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები