ლამინე იამალმა ბარსელონას რეკორდი დაამყარა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ბარსელონა'' ,,ანტვერპენს'' მასპინძლობს.
მატჩში 68-ე წუთზე ჩაერთო ლამინე იამალი, რომელიც 16 წლისა და 68 დღის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც კატალონიური გუნდის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია.
გარდა ამისა, იამალი იუსუფა მუკოკოს (დორტმუნდი) შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.
მიმდინარე სეზონში ,,ბარსელონას'' შემტევის ანგარიშზე ლა ლიგაში ჩატარებულ 5 მატჩში 2 საგოლე გადაცემაა.
Lamine Yamal: A star is born 🌟
— FC Barcelona (@FCBarcelona) September 19, 2023
👶 Youngest player in Barça history to debut in the Champions League
👶 Second youngest player to debut in Champions League history overall#MadeInLaMasia pic.twitter.com/CdC5asj5gb