Belive

"ლამინე იამალი ყველაფერს ძალიან, ძალიან კარგად აკეთებს" - კრიშტიანუ რონალდუ

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიელმა ლეგენდამ კრიშტიანუ რონალდუმ, ერთა ლიგის ფინალამდე პორტუგალიასა და ესპანეთის შეხვედრამდე მედიასთან ისაუბრა, სადაც ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტზე გაამახვილა ყურადღება, გარდა ამისა რონალდუმ ლეო მესისთან ერთად თამაშის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

ლამინე იამალი ყველაფერს ძალიან, ძალიან კარგად აკეთებს. კლუბი და ეროვნული ნაკრები მას ძალიან ეხმარება, ის ხელსაყრელ გარემოშია, მაგრამ გთხოვთ მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს და მასზე ზეწოლა მოხსნათ. მას ნიჭი საერთოდ არ აკლია.

ჩემს შვილს ლამინი მოსწონს. ესპანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. მათ მხარეს უდიდესი ნიჭია, ნიკო უილიამსი შესანიშნავი მოთამაშეა, პედრიც... მწვრთნელმა ძალიან კარგი სამუშაო გასწია, თქვენ ხედავთ, რომ ის მათში დისციპლინას ამკვიდრებს. იმედი მაქვს, ხვალ კარგი თამაში იქნება და პორტუგალია გაიმარჯვებს. - კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუს ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტზეც ჰკითხეს:

მიყვარს ყველასთვის რჩევის მიცემა, იმათთვის ვისაც მოსმენა უყვარს. პირადად ჩემი აზრია, რომ ოქროს ბურთი იმან უნდა მოიგოს, ვინც გამორჩეულია და ასევე ჩემპიონთა ლიგას იგებს, მაგრამ დიდად არ მჯერა ინდივიდუალური ჯილდოების, რადგან ვიცი თუ რა იმალება სიმართლის მიღმა. ბიჭს (იამალს) აქვს შანსი, მაგრამ 100%-იანი, ერთსულოვანი აზრი არ არსებობს. - კრიშტიანუ რონალდუ

რონალდუს ასევე ჰკითხეს მესისთან ერთად ინტერ მაიამიში ან მის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობის შესახებ:

თქვენ იცით, რომ არგენტინის მიმართ დიდი სიყვარული მაქვს, მქონდა შემოთავაზება, რომ არგენტინული კლუბით მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მეთამაშა, არასდროს მითქვამს რომ ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ძალიან მომწონს ეს ქვეყანა, არასდროს ვყოფილვარ და მინდა წასვლა.

მე და ლეო მესი 15 წელია ერთ სცენაზე ვდგავართ. მახსოვს, როდესაც ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მისი ინგლისური ენის თარჯიმანი ვიყავი, რადგან ინგლისურად კარგად ვერ საუბრობდა. ის ყოველთვის კარგად მექცეოდა და პატივს მცემდა. - კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ რონალდუმ ასევე დაადასტურა, რომ ის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება:

ამ ეტაპზე ეს უმნიშვნელოა. მირჩევნია სხვა საკითხებზე უფრო დიდი ყურადღება გავამახვილო. საკმაოდ ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა იფიქრო. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არ წავალ ეს ფაქტია. - კრიშტიანუ რონალდუ

სხვა სტატიები