ლამინე იამალი: "რონალდუს პატივს ვცემ, თუმცა მისი დამარცხება სიამოვნებას მომანიჭებს"
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის ფინალის საგზურისთვის ორი გამორჩეული ევროპული ნაკრები იბრძოდა. შტუტგარტში ჩატარებული შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება გულშემატკივრებისათვის - ესპანეთმა საფრანგეთის ნაკრები 5:4 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელმა - ლამინე იამალმა, ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით და მიხარია, რომ კვირას ფინალში თამაშის საშუალება მომეცა. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი ვართ და ყველას დამარცხება შეგვიძლია.
ჩვენ ვიცით, რა გვინდა. გვინდა ისტორიის შექმნა. ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც იგებ, გამარჯვების გაგრძელებაა - გვინდა, რომ ყველა მოთამაშემ ისიამოვნოს ამით და იმედი მაქვს, რომ ამის გაგრძელებას შევძლებთ. კრიშტიანუ რონალდუ ლეგენდაა და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩემს საქმეს გავაკეთებ და კვირას გამარჯვებით დიდ სიამოვნებას მივიღებ.“ - ლამინე იამალი
8 ივნისს, ესპანეთი პორტუგალიასთან ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, საფრანგეთი კი მესამე ადგილის დასაკავებლად გერმანიის დამარცხებას შეეცდება.