Belive

ლამინე იამალი: "ჩემს პირობას შევასრულებ - ჩემპიონთა ლიგის თასს ბარსელონაში დავაბრუნებ"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ინტერმა'' ,,ბარსელონა'' დამატებით დროში დაამარცა - ასე და ამგვარად, დიდებულ მატჩში გამარჯვებული იტალიური გუნდი დარჩა და ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი გაირკვა.

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა 17 წლის სუპერვარსკვლავმა - ლამინე იამალმა, თუმცა რიგ მომენტებში არ გაუმართლა, ხოლო რამდენიმე მომენტში იან სომერმა აჯობა.

მატჩის დასრულების შემდეგ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ გაჩერდება, სანამ მიზანს არ მიაღწევს.

„ჩვენ ყველაფერი გავწიეთ — წელს ეს მისია ვერ შევასრულეთ, მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით, ეჭვი არ შეგეპაროთ.

არ გავჩერდებით მანამ, სანამ ამ კლუბს იქ არ დავაყენებთ, სადაც მისი ადგილია - ყველაზე მაღალ დონეზე. მე შევასრულებ ჩემს პირობას და ჩემპიონთა ლიგის თასს ბარსელონაში დავაბრუნებ. არ გავჩერდებით, სანამ მიზანს არ მივაღწევთ!" - ლამინე იამალი

ლამინე იამალს "ინტერის" წინააღმდეგ ყველაზე მეტი: მოგებული ორთაბრძოლა (23), წარმატებული დრიბლინგი (14), მოპოვებული ჯარიმა (7) და დაბრუნებული ბურთი ჰქონდა (5).

სხვა სტატიები