Belive

ლამინე იამალი: 'ჩემი ოცნება არა ერთის, არამედ მრავალი ოქროს ბურთის მოგებაა'

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პსჟ-ის ფეხბურთელთან, უსმან დემბელესთან ერთად, ლამინე იამალი 2025 წლის ოქროს ბურთის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. 18 წლის ფეხბურთელმა გამორჩეული წელი ჩაატარა და შესაძლოა, ამ პრესტიჟული პრიზის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდეს.

ჩემს მეგობრებს ვუთხარი: ოქროს ბურთზე არ ვოცნებობ, რამდენიმეზე ვოცნებობ. ვფიქრობ, რომ ვარ ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება - და თუ ვერ შევძლებ, ეს იმიტომ მოხდება, რომ რაღაც კარგად არ გავაკეთე ან არ მოვინდომე.

როცა დადგება დღე, როცა ოქორს ბურთს მოვიგებ, იმავე დღესვე დავიწყებ ფიქრს, რომ ეს კიდევ გავაკეთო. - განაცხადა ლამინე იამალმა

ამ ეტაპზე, ლამინეს მომავალი გამარჯვებები ჰიპოთეტურად გამოიყურება, მაგრამ ცხადია, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ფეხბურთში მრავალი წლის განმავლობაში დომინირება. ბარსელონაში კი იმედოვნებენ, რომ იამალს კარიერის ბოლომდე შეინარჩუნებენ.

შეგახსენებთ, რომ კარიერის განმავლობაში, კრიშტიანუ რონალდუს 5 ოქროს ბურთი აქვს მოგებული, ლეო მესის კი - 8.

სხვა სტატიები