Belive

ლა ლიგის პრეზიდენტი: "მესის წასვლა სირცხვილი იქნება" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა წინა კვირებში, "ბარსელონას" ხელმძღვანელობასა და ლიონელ მესის შორის არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. "როცა მესის და "ბარსელონას" საქმეში ჩავერიეთ, ჩვენ ცხადია კლუბის ინტერესების დასაცავად ვმოქმედებდით. რა თქმა უნდა, ყველას სურვილია, რომ ლეო მესი თავის ლიგაში იხილოს. თუ ის შემდეგ სეზონში კლუბის დატოვებას მაინც გადაწყვეტს, ეს სირცხვილი იქნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკვე 6 წელია ჩვენ ვმოქმედებთ შემდეგი პრინციპით: ლიგა უფრო დიდია, ვიდრე კონკრეტული ფეხბურთელები და კლუბები. ეს ერთადერთი გზაა ჩემპიონატის მომგებიანობის უზრუნველსაყოფად. ლა ლიგის პოზიცია ყოველდღე ძლიერდება", - თქვა ტებასმა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არგენტინელს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა სურდა, რაც ბოლო წლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკური გახლდათ, თუმცა "ბარსას" ბოსებმა მას ამის ნება არ დართეს, გამოსასყიდი თანხის 700 მილიონი ევროს გადახდა კი შეუძლებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, 6 ოქროს ბურთის მფლობელი მშობლიურ კლუბში კიდევ სულ მცირე ერთ სეზონს გაატარებს - 2021 წლის ზაფხულში მას "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი ეწურება.

სხვა სტატიები