Belive

ლა ლიგის პრეზიდენტი: ,,იმედია, მესი ბარსელონაში დაბრუნდება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ლეო მესის ,,ბარსელონადან'' წასვლაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ არგენტინელი კატალონიურ გუნდში დაბრუნდება:

,,არ ვიცი, ისევ შეძლებს თუ არა მესი ,,ბარსელონას'' მაისურით თამაშს, ეს მასზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ დაბრუნდება. ესპანეთში, განსაკუთრებით კი იმ გუნდში დაბრუნება, რომელიც მისთვის ყოველთვის მშობლიური სახლი იყო, უპირველეს ყოვლისა, მესისთვის იქნებოდა კარგი.

ვფიქრობ, ლეოსთვის ,,ბარსელონასთან'' არსებული გრძელვადიანი კავშირის გაწყვეტა შეცდომა იყო, ეს მესისაც აძლევდა ხელს და გუნდსაც,'' - ტებასის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

მესი ,,პსჟ-ში” 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები