ხავიერ ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს.
ტებასი თანამდებობის დაკავების ერთადერთი კანდიდატი გახლდათ, ამიტომაც, არჩევნებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა.
57 წლის ესპანელი ლა ლიგის მმართველის პოსტს უახლოესი 4 წლის განმავლობაში რიგგარეშე გენერალური ასამბლიის გარეშე დაიკავებს.
ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტად 2013 წლის შემდეგ მუშაობს.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, 18 ტურის შემდეგ "ბარსელონა" 38 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.