La Gazzetta dello Sport - იუვენტუსთან მატჩის შემდეგ, ინტერის ფეხბურთელებმა შხაპი ვერ მიიღეს
,,იუვენტუსსა'' და ,,ინტერს'' შორის სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ,,ნერაძურის'' ფეხბურთელებმა ტურინული გუნდის სტადიონი შხაპის მიღების გარეშე დატოვეს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მატჩის შემდეგ ,,Allianz Stadium-ზე'' წყალმომარაგებსთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა, კერძოდ, წყლის წნევა ზედმეტად დაბალი იყო.
შედეგად, ,,ინტერის'' ფეხბურთელები თამაშის დასრულებისთანავე მილანში გაემგზავრნენ.
რამდენიმე დღის წინ, სანაკრებო პაუზის დროს, მსგავს პრობლემას ,,ინტერისა'' და ჩილეს ნაკრების შემტევი, ალექსის სანჩესიც გადააწყდა (სანჩესს ,,იუვესთან'' ტრავმის გამო არ უთამაშია), რომელმაც პარაგვაისთან საშინაო მატჩის შემდეგ თქვა, რომ სტადიონზე სამი საშხაპე არ მუშაობდა და ფეხბურთელებს დაბანა რიგრიგობით უწევდათ.
,,იუვენტუსისა'' და ,,ინტერის'' შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. 13 ტურის შემდეგ, სიმონე ინძაგის გუნდი 32 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ბებერ ქალბატონებს'' 2 ქულით უსწრებს.