Belive

La Gazzeta Dello Sport: ნეაპოლს ახალი KK აღაფრთოვანებს, ოღონდ ეს კალიდუ კულიბალი არ არის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური სპორტული გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრას გამოეხმაურა და მას საინტერესო სათაური მიუძღვნა.
"ნეაპოლელ გულშემატკივრებს ახალი KK აღაფრთოვანებს, ოღონდ ეს კალიდუ კულიბალი არ არის. 2001 წელს დაბადებულმა ქართველმა ტალანტმა ძალიან კარგად დაიწყო. სადებიუტო შეხვედრაში შესრულებული დუბლის გარდა, კვარა მოედანზე სხვა კუთხითაც ძალიან კარგი იყო. იგი ასევე ყურადღებას იჩენს დაცვაში თამაშის დროს და ლუჩიანო სპალეტის მიერ მიცემული დავალებების ათვისებას ახალ გუნდთან ერთად მუშაობის პირველსავე კვირაში ცდილობს. ახალმა KK-მ თავისი რეპერტუარი გულშემატკივარს უკვე შესთავაზა: დრიბლინგი, ფინტები, დარტყმა, სიზუსტე, ხაზის გაჭრის და ბოლომდე მისვლის უნარი, რასაც ფიზიკურად მაღალი აღნაგობა ემატება", - წერს La Gazzetta dello Sport-ი. https://www.live.ge/fexburti/chempionatebi/seria-a/khabulianis-da-la-ligis-klubebis-tsinaaghmdeg-kvaratskhelias-gundis-sazaphkhulo-gegmebi/
ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი “ნაპოლის” მაისურით 14 ივლისს შედგა, როცა “ლურჯები” ნახევრადსამოყვარულო კლუბ, “ვალ დი ნონს” დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით – 10:0 იმარჯვეს. 21 წლის ქართველმა ტალანტმა შეხვედრის პირველი ტაიმი ითამაშა და 2 გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები