Belive

La Gazzeta Dello Sport: "კვარაცხელიამ თავი ყველას ძალიან მალე შეაყვარა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა, La Gazzeta Dello Sport-ი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
"ვიქტორ ოსიმენმა წინა სეზონში 14 საგოლე პასი მიიღო, მათგან 12 კი საჯარიმოს გარედან. პასების ავტორები ინსინიე (3), დი ლორენცო (3), მარიო რუი (3), პოლიტანო (2) და ლოსანო იყვნენ.  ახლა, ინსინიეს წასვლის შემდეგ, ოსიმენს მისგან დახმარება მოაკლდა, თუმცა მალევე მარცხენა ფლანგზე მოვიდა ბიჭი, რომელმაც უსწრაფესად შეაყვარა თავი "ნაპოლის" ქომაგებს და წარმოაჩინა, რომ ნიგერიელს უფრო მეტ სივრცეს და შესაძლებლობას შეუქმნის. ხვიჩა კვარაცხელია მოწინააღმდეგეებს კანფეტების ბურთულებივით აბნევს. საპირისპირო ფლანგზე გუნდს დი ლორენცო და ლოსანო ჰყავს, რასპადორის მისვლის შემთხვევაში კი შეტევა კიდევ უფრო გახალისდება", - წერს იტალიური გამოცემა.
2022/23 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 21 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი სერია A-ს პირველ ტურში, 15 აგვისტოს გამართავს და “ვერონას” სტუმრად დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები