L'Équipe: "მეცი მიქაუტაძის სანაცვლოდ 15 მილიონზე უარს ამბობს, მინიმუმი 20 მილიონია..."
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგული სპორტული გამოცემა "L'Équipe", 22 წლის ქართველი ფორვარდის - გიორგი მიქაუტაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ფრანგული გამოცემის მიხედვით, "მეცმა", გიორგი მიქაუტაძის მიმართ, "ბარნლის" მხრიდან პირველ ოფიციალურ 15 მილიონიან შეთავაზებაზე უარი არაერთხელ განაცხადა და ყველაზე ცოტა, რამდენსაც ქართველ ფორვარდში ითხოვენ 20 მილიონია.
🚨 FC Metz have rejected an offer of €15M for Georges Mikautadze from Burnley. ❌
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) July 13, 2023
The French club want at least €20M. 🇬🇪
(Source: @Lequipe) pic.twitter.com/LVkq3p7Pqz
ლიგა 2-ის 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად არჩეული გიორგი მიქაუტაძე (23 გოლი, 7 საგოლე გადაცემა) "მეცთან" ერთად ამხანაგურ მატჩებს არ თამაშობს.
ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ, "მეცი" ბონუსების სახით 20 მილიონ ევროს ელოდება. 22 წლის ფორვარდის შეძენის "ლიონი"; "ბარნლი"; "ლაციო" და გერმანული გრანდები არიან დაინტერესებულები, რომელთა ვინაობაც ამ ეტაპისთვის არ საჯაროვდება.
გიორგი მიქაუტაძემ "მეცის" რიგებში ვარჯიში სამშაბათს განაახლა და ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო.