Belive

ოფიციალურად | ტერზიჩმა დორტმუნდის ბორუსია დატოვა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

41 წლის გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა - ედინ ტერზიჩმა "დორტმუნდის ბორუსია" პირადი გადაწყვეტილებით ოფიციალურად დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად მწვრთნელი ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს.

გთავაზობთ ედინ ტერზიჩის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც იგი ადასტურებს, რომ კლუბის დატოვების გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო.

"ძვირფასო ბორუსიელებო, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან მიჭირს, მინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან ვტოვებ კლუბს.

დიდი პატივი იყო, ამ დიდებული კლუბის გაყვანა გერმანიის თასის ფინალამდე და ახლახან ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე.

უემბლიზე ჩვენი ფინალის შემდეგ, მე ვთხოვე მენეჯმენტს საუბარი, რადგან ვიგრძენი, რომ ამ კლუბში საკუთარი თავი სრულად ამოვწურე. 5 წელი ვიყავი კლუბის მენეჯმენტში, ორწელიწადნახევარი კი მთავარი მწვრთნელის პოსტზე და ვგრძნობ, რომ ახლა ამ კლუბში ახალი სისხლის დროა.

დიდი მადლობა გატარებული თითოეული წუთისთვის და მე მუდამ დორტმუნდის გულშემატკივარი ვიქნები..." - ედინ ტერზიჩი

შეგახსენებთ, რომ ედინ ტერზიჩმა "დორტმუნდში" მუშაობა 2020 წელს დაიწყო, სადაც მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. 2021 წელს მან კლუბი პირველად ჩაიბარა, შემდეგ კი 2022 წლის 30 ივნისს კლუბის ტექნიკური დირექტორი გახდა. 2022 წლის 1 ივნისს იგი მეორედ გახდა კლუბის მწვრთნელი და კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა.

41 წლის გერმანელმა სპეციალისტმა "დორტმუნდში" 96 მატჩი ჩაატარა, სადაც 55-ჯერ გაიმარჯვა, 20-ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო 21-ჯერ დამარცხდა.

სხვა სტატიები