Belive

L'Equipe - მესი საუდის არაბეთში მწვრთნელის ნებართვის გარეშე გაემგზავრა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, ლეო მესი, საუდის არაბეთში გუნდის მთავარი მწვრთნელის, კრისტოფ გალტიესა და დირექტორის, ლუიშ კამპუშის ნებართვის გარეშე გაემგზავრა. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არგენტინელმა, რომელიც საუდის არაბეთის ტურისტული ელჩია, ქვეყანაში ვიზიტი აქამდე ორჯერ გააუქმა, ახლა კი იძულებული გახდა, რომ გამგზავრებულიყო.

,,პსჟ-ს'' ფეხბურთელებს ,,ლორიენთან'' მოგების შემთხვევაში, ორდღიანი დასვენება ექნებოდათ, თუმცა წაგების გამო, გუნდმა ვარჯიში ჩანიშნა.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 20 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები