კვიპროსი - საქართველოს მატჩს პორტუგალიელი არბიტრები მოემსახურებიან
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრები თბილისში უკვე მეცხრე დღეა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი სრული დატვირთვით მონაწილეობს. კვიპროსში გამგზავრებამდე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს. ლარნაკაში ვილი სანიოლის გუნდი 15 ივნისს გაემგზავრება.
14 ივნისს მატჩის სამსაჯო ბრიგადა გაირკვა - მატჩს პორტუგალიელი მსაჯები გაუძღვებიან.
- მთავარი მსაჯი - ფაბიო ვერისიმო
- ასისტენტები - პედრო ალმეიდა, რუი ტეიხეირა
- მეოთხე მსაჯი - ჰელდერ მალეირო
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა კვიპროსსა და საქართველოს შორის 17 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.