კვარეჟმა: "ტრიველა მე დავიწყე, მაგრამ იამალმა სხვა ლეველზე აიყვანა - ის ბევრ ოქროს ბურთს მოიგებს"
პორტუსა და პორტუგალიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - რიკარდო კვარეჟმამ, ლამინე იამალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ფეხბურთით აღფრთოვანებულია და მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ არაერთი ოქროს ბურთი მოიგოს.
"ტრიველა პასი და დარტყმა, თანამედროვე ფეხბურთში სინათლეზე მე გამოვიტანე, მაგრამ ლამინე იამალმა ის სხვა განზომილებაში აიყვანა. მისი ტექნიკა წარმოუდგენელია. თანამედროვე ფეხბურთში ვერავინ აკეთებს ამას მასზე უკეთ. ვფიქრობ, ის გენიოსია, რომელსაც ყველაფერი აქვს, რაც რამდენიმე ოქროს ბურთის მოსაგებად სჭირდება...
მე იამალის დიდი გულშემატკივარი ვარ და თითოეულ თამაშს ველოდები სადაც ის თამაშობს, რადგან მისი თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ." - რიკარდო კვარეჟმა
შეგახსენებთ, რომ რიკარდო კვარეჟმამ საფეხბურთო კარიერა 2022 წელს პორტუგალიის ჩემპიონატში დაასრულა. მას საკმაოდ მდიდარი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, სადაც 2016 წელს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, 2009/2010 წლების სეზონში ინტერთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
რაც შეეხება ლამინე იამალის ტრიველა პასს და დარტყმებს, ვიდეოს დაგიტოვებთ და თავად განსაჯეთ, რამდენად კარგად გამოსდის მას ეს ყველაფერი.
As usual, reminding you that Lamine Yamal is the best when it comes to Trivelas.
— TobyWrites (@tobyasky) April 6, 2026
No nostalgia bias here. The amount of times he’s doing it even in one game is unbelievable. We just have bums in front of goal.pic.twitter.com/2GevF374rU https://t.co/YE13IckmeX