Belive

"კვარაცხელიას ზედიზედ ორი გასაოცარი გოლი" - ქართველი ტალანტის შესანიშნავ თამაშს უეფა გამოეხმაურა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა, სალონიკში, საბერძნეთის ნაკრებთან ფრე - 1:1 ითამაშა. შეხვედრაში "ჯვაროსნების" მაისურით გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომლის აქტივშიც ეროვნული გუნდის მიერ გატანილი ბოლო ორი გოლია. 20 წლის ტალანტი, რომელსაც უკვე ევროპის წამყვანი ჩემპიონატების გამორჩეული კლუბები აკვირდებიან და ცნობილი გამოცემებიც მის შესახებ საუბრობენ, ამჯერად უკვე უეფას ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ოფიციალურმა Facebook-ის გვერდმა ყაზანის "რუბინის" ქართველი შემტევის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "ზედიზედ ორი გასაოცარი შესრულება ხვიჩა კვარაცხელიასგან". ხვიჩა კვარაცხელიას ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, 1 საგოლე გადაცემა გაკეთებული და ორჯერ პენალტი მოპოვებული. საქართველოს ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა სამ შეხვედრაში დაგროვილი 1 ქულით და ჯგუფში მეოთხე პოზიციით დაასრულა. შემდეგი ოფიციალური მატჩი ეროვნულ გუნდს უკვე 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად ელის. იქამდე, ვილი სანიოლის გუნდისთვის ამხანაგური მატჩები იგეგმება, გადაწყვეტილია, რომ 2 ივნისს, “ჯვაროსნები” რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები