"კვარაცხელიას მუდმივი ტრავმა აქვს" - ლეონიდ სლუცკი ქართველის მდგომარეობაზე საუბრობს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ხვიჩას მუხლი აქვს ტრავმირებული, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მხოლოდ მეორე მატჩს ატარებს. ეს არის ტრავმა, რომელიც მუდმივია. მისი უბრალოდ მიღება და შემდეგ წამში განკურნება შეუძლებელია. ამდენი ფეხბურთელი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში თამაშობს ტკივილებით და აქვს სახსრების ან სხეულის სხვა ნაწილების პრობლემა. კვარამ უნდა ისწავლოს ამ დისკომფორტში ყოფნა და ასე თამაში", - თქვა რუსმა სპეციალისტმა."რუბინი" შეკრებას 24 თებერვლამდე აგრძელებს და შემდეგ ამხანაგურ მატჩს მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ 17 თებერვალს ჩაატარებს.