საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ვეტერანი იტალიელი მეკარე, სალვატორე სირიგუ დაიმატა.
35 წლის გოლკიპერი ნეაპოლიტანელებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შენაძენია, ვინაიდან გუნდი გამოცდილმა დავიდ ოსპინამ დატოვა, ხოლო 25 წლის ალექს მერეტი დიდი ალბათობით კლუბს იჯარის წესით დატოვებს და შემდეგ სეზონში განათხოვრებით ითამაშებს.
სირიგუმ, რომელიც კარიერის განმავლობაში "პსჟ-ს", "სევილიას", "პალერმოს", "ოსასუნასა" და "ტორინოს" შემადგენლობაში ირიცხებოდა, ბოლოს კი "ჯენოას" მაისურს ირგებდა, ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც კიდევ 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
სირიგუს 4-ჯერ საფრანგეთის ლიგა 1, 2-ჯერ ამ ქვეყნის თასი, 3-ჯერ ლიგის თასი და 4-ჯერ სუპერთასი აქვს მოგებული, ხოლო იტალიის ნაკრებთან ერთად 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
საინტერესოა, რომ სალვატორე სირიგუს კარიერის საწყის ეტაპზე, "პალერმოში" გამოსვლის დროს, გამოცდილი ქართველი თავდამსხმელის, ლევან მჭედლიძის გვერდითაც უთამაშია.