"კვარაცხელიას აგენტი პარი სენ-ჟერმენის წარმომადგენლებს შეხვდა" - ფრანგი ჟურნალისტი
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი - მამუკა ჯუღელი, "პარი სენ-ჟერმენის" სპორტულ დირექტორს რომში შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული მედია საშუალების Le Parisien-ის სპორტული ჟურნალისტი ადრიან შანტერგელი ავრცელებს.
შანტერგელის მტკიცებით, ჯუღელმა და პარიზული გრანდის მაღალჩინოსანმა პოტენციური ტრანსფერის შესახებ ისაუბრეს, რომელიც დიდი ალბათობით ამ ზაფხულს განხორციელდება.
კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ, "პარი სენ-ჟერმენი" ახალი გუნდის შენებას დაიწყებს. პარიზულმა კლუბმა პრიორიტეტად ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დაისახა, რადგან გუნდში ისეთი ფეხბურთელის დამატება სურთ, რომელსაც მარცხენა და მარჯვენა ფლანგზე თამაში შეუძლია.
პარიზული კლუბის მაღალჩინოსნებსა და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს შორის შეხვედრა რომში შედგა. ეჭვგარეშეა, რომ კვარაცხელია და მისი გარემოცვა ამ შეთავაზებით დაინტერესებულნი არიან. ვფიქრობ, "პარი სენ-ჟერმენი" კვარაცხელიას სანაცვლოდ 80-90 მილიონ ევროს გაამზადებს, მაგრამ ეს დე ლაურენტისის დასათანხმებლად საკმარისი არ იქნება. - ადრიან შანტერგელი.
შეგახსენებთ, კვარამ ნეაპოლიტანური კლუბის მაისურით 2 სეზონის განმავლობაში 88 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 25 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" სკუდეტოს ნანატრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა და გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.