Belive

კვარაცხელია, ოსიმენი, კიმი - ნაპოლის ვარსკვლავების განახლებული სატრანსფერო ღირებულება

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

21 მარტს, მსოფლიოს ყველაზე წარმატებულმა საფეხბურთო და სატრანსფერო პორტალმა, Transfermarkt-მა იტალიის სერია A-ში მოასპარეზე ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება განაახლა.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების განახლებული სატრანსფერო ღირებულება. Transfermarkt-ის უკანასკნელ განახლებაში, კვარაცხელიას ღირებულება 25 მილიონით გაიზარდა და ამ დროისათვის 85 მილიონ ევროს შეადგენს.

"ნაპოლის" ვარსკვლავების აბსოლუტური უმრავლესობის სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა. ცნობისთვის, ვიქტორ ოსიმენის ამჟამინდელი ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს, რითიც ნიგერიელი შემტევი "პარტენოპეის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. როგორც უკვე მოგახსენეთ, კვარაცხელია 85 მილიონ ევროდ შეფასდა, რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელია - მესამე ადგილს კიმ მინ-ჯაე იკავეს, რომელიც 50 მილიონად შეფასდა.

სამწუხაროდ, ნეაპოლიტანური კლუბის რამდენიმე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება შემცირდა.

"ნაპოლის" ვარსკვლავების განახლებული სატრანსფერო ღირებულება

ალექს მერეტი - €13 მილიონი - €18 მილიონი

კიმ მინ-ჯაე - €35 მილიონი - €50 მილიონი

მატიას ოლივერა - €15 მილიონი - €18 მილიონი

ბარტოშ ბერეჟინსკი - €3 მილიონი - €2 მილიონი

დიეგო დემე - €5 მილიონი - €4 მილიონი

ტანგი ნდომბელე - €28 მილიონი - €25 მილიონი

სტანისლავ ლობოტკა - €30 მილიონი - €38 მილიონი

ფრანკ ანგისა - €38 მილიონი - €40 მილიონი

ელიფ ელმასი - €23 მილიონი - €26 მილიონი

ხვიჩა კვარაცხელია - €60 მილიონი - €85 მილიონი

ვიქტორ ოსიმენი - €70 მილიონი - €100 მილიონი

ჯოვანი სიმეონეს, ჯოვანი დი ლორენცოს, მარიო რუის, ლეო ოსტიგორის, ამირ რაჰმანის, ჯაკომო რასპადორის, პიოტრ ზიელინსკის, მატეო პოლიტანოსა და ირვინგ ლოზანოს სატრანსფერო ღირებულება არ განახლებულა.



შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზის გამო იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის მატჩები 1,2 და 3 აპრილს გაიმართება. "ნაპოლის" მორიგი გამოცდის ჩაბარება "მილანის" წინააღმდეგ მოუწევს, რომელსაც 2 აპრილს, თბილისის დროით, 22:45 საათზე, ლეგენდარულ "Stadio Diego Armando Maradona"-ზე უმასპინძლებს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს - "ჯვაროსნები" 2023 წლის მარტში ორ მატჩს გამართავენ. 25 მარტს მონღოლეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ამხანაგურ, ხოლო 28-ში ნორვეგიასთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელია 20 მარტს თბილისში ჩამოფრინდა.

სხვა სტატიები