Belive

კვარაცხელია ნაპოლისთან მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ,,ნაპოლისთან'' ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი უკვე ნეაპოლშია და დღეს მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი არსებული ხელფასის გაზრდა იქნება, რომელიც ამჟამად წელიწადში 1,4 მილიონ ევროს შეადგენს.

კვარაცხელიას ,,ნაპოლისთან'' კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კვარამ ნეაპოლურ გუნდში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები