Belive

"კვარაცხელია ხატავს ფეხბურთს" - La Gazzetta dello Sport

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში, "აიაქსისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგა.

ამსტერდამში, ლეგენდარული "იოჰან კრუიფის" სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 1:6 დასრულდა.

"აიაქსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რის შედეგადაც კვარამ მეორე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 8.7 ქულით შეაფასა. მასზე მაღალი შეფასება კი მხოლოდ რასპადორიმ მიიღო, რომელიც 9.46 ქულით შეფასდა.

კვარაცხელიას ბრწყინვალე პერფორმანსი La Gazzetta dello Sport-ს უყურადღებოდ არ დარჩენია. ავტორიტეტულმა იტალიურმა დაბლოიდმა "კვარავაჯოს" პოსტერი შემდეგი სახელწოდებით მიუძღვნა: "კვარაცხელია ხატავს ფეხბურთს".

შეგახსენებთ,

სამი ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში, “ნაპოლი” 9 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე პოზიციაზე მყოფ "ლივერპულს" 6 ქულა აქვს, მესამე ადგილზე კი 3 ქულით “აიაქსია”. "რეინჯერსი", რომელიც სამივე შეხვედრაში დამარცხდა სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება.

სხვა სტატიები