,,კვარაცხელია ძალიან მარტივად დაეცა'' - ალან შირერი ტიმბერისა და კვარას ეპიზოდზე
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ალან შირერმა, ტიმბერის მიერ კვარაცხელიას წაქცევის ეპიზოდზე ისაუბრა.
,,არსენალისა'' და ,,პსჟ-ს'' შეხვედრის მე-16 წუთზე ლონდონური გუნდის მცველმა კვარა საჯარიმოში წააქცია, თუმცა არბიტრმა, სლავკო ვინჩიჩმა, თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა:
,,ტიმბერი მეტოქეს ხელით შემოეხვია, მაგრამ კვარაცხელია ძალიან მარტივად წაიქცა...
ფორვარდის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ამ პოზიციაში არსენალის თავდამსხმელი რომ ყოფილიყო, პენალტს ისინიც მოითხოვდნენ.
მსაჯს თერთმეტმეტრიანი რომ დაენიშნა, ალბათ არ გაუქმდებოდა, თუმცა, რადგან არ დანიშნა, ესე იგი, დარღვევა საკმარისი არ ყოფილა. ძალიან საკამათო ეპიზოდი იყო.'' - ალან შირერი
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,არსენალი'' სტუმრად 1:0 დაამარცხა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი მომავალ ოთხშაბათს, 7 მაისს, პარიზში გაიმართება.
ტიმბერისა და კვარას ეპიზოდი: