"კვარას შოუ! ნაპოლიმ ინსინიეს ქართველი მემკვიდრის მეშვეობით მოიგო" - როგორ ეხმაურება ევროპული პრესა კვარაცხელიას თამაშს
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ხვიჩა კვარაცხელიას შოუ! ლუჩიანო სპალეტის "ნაპოლი" 2022/23 წლების სეზონის სერია A-ს დიდებულად იწყებს. მათ "ჰელას ვერონა" სტუმრად - 5:2 დაამარცხეს და ეს ლორენცო ინსინიეს პოზიციაზე "დანიშნული" ქართველი მემკვიდრის შესანიშნავი ინდივიდუალური შესრულებით და გუნდურად დიდებული თამაშით მოახერხეს", - წერს napolipiu.com-ი. "გოლი და საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო შეხვედრაში. ქართველმა თავისი პირველი გოლი ვერონაში გაიტანა და აღსანიშნად სტეფ კარის ცნობილი ჟესტი გამოიყენა. ისევე, როგორც სტეფ კარიმ NBA-ის ფინალში "ბოსტონ სელტიქსის" წინააღმდეგ, კვარაცხელიამაც, რომელიც ამ კალათბურთელის და ფენომენალური "გოლდენ სტეიტ უორიორსის" დიდი გულშემატკივარია, მოწინააღმდეგეებს დაძინებისკენ მოუწოდა", - წერს tuttonapoli.net-ი. "ანგარიშის გათანაბრება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა, რომელმაც თავისი მომაჯადოებელი თამაშით "ნაპოლის" გულშემატკივრები უმალვე მოხიბლა", - ეს სიტყვები ilsognonelcuore.com-ს ეკუთვნის. "21 წლის კვარაცხელიამ, რომელიც წინა თვეში ქართული კლუბიდან, "დინამო ბათუმიდან" გადავიდა, გოლი და საგოლე პასი შემოგვთავაზა, რითაც "ნაპოლის" სერია A-ს ახალი სეზონის გახსნით მატჩში "ჰელას ვერონასთან" 5:2 გამარჯვებაში დაეხმარა", - washingtonpost.com-ი.https://www.live.ge/fexburti/chempionatebi/seria-a/goli-sagole-pasi-da-didebuli-dasatsqhisi-ra-shephaseba-daimsakhura-khvicha-kvaratskheliam-veronasthan-matchshi/ https://www.live.ge/fexburti/chempionatebi/seria-a/spaleti-kvaratskhelia-srulqhophili-mothamashea-thumtsa-mas-kidev-uphro-gaumjobeseba-sheudzlia/ შემდეგ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერია A-ში 21 აგვისტოს “მონცას” წინააღმდეგ გამართავს.