კვარა მეშვიდეა - ოქროს ბურთის მოგების ნომინანტები Goal.com-ის ვერსიით
ვებგვერდმა, Goal.com-მა, ,,ოქროს ბურთის” მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
პირველ პოზიციას კვლავ ლეო მესი იკავებს, რომელიც, გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
Goal.com-ის რჩეულთა შორის მეშვიდე ადგილზეა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც წინა რეიტინგში მე-8 პოზიციაზე იყო.
,,შესაძლოა, იფიქრებდით, რომ კვარაცხელიამ ,,აინტრახტთან'' გაფუჭებული პენალტით თავისი ჯადოქრობა დაკარგა, მაგრამ ქართველმა შემტევმა მალევე ქუსლით საოცარი პასი გააკეთა და დი ლორენცოს გერმანიაში ,,ნაპოლის'' მეორე გოლი გაატანანინა.
ამ გოლმა, სავარაუდოდ, ლუჩიანო სპალეტის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა გაუნაღდა, ,,კვარადონას'' კი შანსი მიეცა, მსოფლიოს აჩვენოს, რატომ იმსახურებს ადგილს ,,ოქროს ბურთის'' ნომინანტთა სიაში,'' - წერს გამოცემა.
,,ოქროს ბურთის” 10 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:
- ლეო მესი
- კილიან მბაპე
- ერლინგ ჰოლანდი
- მარკუს რაშფორდი
- ვინისიუს ჟუნიორი
- რობერტ ლევანდოვსკი
- ხვიჩა კვარაცხელია
- ვიქტორ ოსიმენი
- კაზემირო
- ჯამალ მუსიალა