კურტუა: ,,არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს მეკარემ იმისთვის, რომ ოქროს ბურთი მოიგოს''
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პსვ-სთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, ტიბო კურტუას ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა ფეხბურთი მეკარის წინაშე ვალში, რომ ამ პოზიციის მოთამაშეს ოქროს ბურთი დიდი ხანია არ მოუგია:
„არ ვიცი, კიდევ რა უნდა გააკეთოს მეკარემ იმისთვის, რომ ოქროს ბურთი მოიგოს...
ჩვენ შეგვიძლია თავი გამოვიჩინოთ, მაგრამ ბოლო წუთზე შეიძლება მბაპემ გაიტანოს, და ხალხს სწორედ ეს დაამახსოვრდება.
ეს რთულია, მესმის, მაგრამ არ ვიცი, ოქროს ბურთის მოსაპოვებლად მეკარემ როგორი სეზონი უნდა ჩაატაროს...'' - ტიბო კურტუა
მეკარეებს შორის ოქროს ბურთის ერთადერთი მფლობელი ლევ იაშინია, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 1963 წელს მოიპოვა.
კურტუამ ოქროს ბურთის გამოკთხვაში ყველაზე მაღალი, მე-7 პოზიცია 2022 წელს დაიკავა.