Belive

რეალი და ვალვერდე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალი და ფედერიკო ვალვერდე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ - ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია, ოფიციალური ხელმოწერა კი უახლოეს დღეებში შედგება.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ვალვერდე გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს და სამეფო კლუბის ღირსებას 2031 წლამდე დაიცავს.

ფედერიკო ვალვერდე მადრიდის რეალის ძირითად გუნდს 2017 წელს შეუერთდა და დროთა განმავლობაში ბლანკოსის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. 28 წლის ურუგვაელმა სამეფო კლუბის მაისურით ჩატარებულ 255 მატჩში 26 გოლი გაიტანა. ვალვერდე სამჯერ ლა ლიგის და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.