კუკურელია უეფაზე: ,,უკვე გადაწყვეტილ საკითხზე კვლავ ხმაურს ტეხენ''
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა, მარკ კუკურელიამ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული განცხადების გამო, უეფა გააკრიტიკა:
,,აშკარად ხელზე მომხვდა, მაგრამ ეს ბუნებრივი მდგომარეობა იყო. ხელი სხეულთან ძალიან ახლოს მქონდა.
ევროპის ჩემპიონატის დროს უეფა ამტკიცებდა, რომ ხელი არ ყოფილა, ახლა კი, რაღაც დროის გასვლის შემდეგ, ამბობენ, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო... ეს სწორი არ მგონია. უკვე გადაწყვეტილ საკითხზე კვლავ ხმაურს ტეხენ, არ ვიცი, რის გაკეთებას ცდილობენ. მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციაში გაერკვნენ, რადგან ეს ყველას გვაბნევს.'' - მარკ კუკურელია
ესპანეთსა და გერმანიას შორის, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში, მარკ კუკურელიას მუსიალას დარტყმის შემდეგ ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა შეხვედრის მსაჯმა, ენტონი ტეილორმა, თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა.
2 კვირის წინ, უეფას მსაჯთა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა და აღიარა, რომ ეპიზოდის შეფასებისას მსაჯი შეჯდა და პენალტი უნდა დანიშნულიყო.