Belive

გარდაიცვალა ესპანური ფეხბურთის ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური ფეხბურთის ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი, მანოლო კასერეს არტესერო, რომელსაც ხალხი მანოლო ელ დელ ბომბოთი იცნობდა 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. კასერესი სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი გარდაიცვალა.

1976 წელს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად პირველად იმოგზაურა და მას შემდეგ გულშემატკივრობა არასდროს შეუწყვიტავს. კასერესი პირველად 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრო, მას შემდეგ კი ის თავის ნაკრებს კიდევ 9 მუნდიალზე გულშემატკივრობდა.

სხვა სტატიები