Belive

კუკურელია: ,,მუდრიკს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,ჩელსის'' მცველმა, მარკ კუკურელიამ, ,,არისტოკრატთა'' ახალწვეულზე, მიხაილო მუდრიკზე ისაუბრა:

,,მუდრიკი ძალიან სწრაფია და ბევრი უნარი აქვს. ვფიქრობ, ეს ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია.

მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. მან უნდა ისწავლოს და ახალ გუნდში თამაშით სიამოვნება მიიღოს,'' - კუკურელიას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

მუდრიკი ,,ჩელსის'' ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დონეცკის ,,შახტარიდან'' შეუერთდა და გუნდთან 8,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უკრაინელს, რომელმაც ,,არისტოკრატების'' მაისურით 5 შეხვედრა ჩაატარა, ჯერჯერობით გოლში მონაწილეობა არ მიუღია.

სხვა სტატიები