Belive

კროოსი და მოდრიჩი ფლორენტინო პერესთან შეხვედრას ელოდებიან

7 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალისთვის" სეზონი შესანიშნავად მიმდინარეობს. კლუბი უკვე ოფიციალურად არის ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში კი გუშინ მიუნხენის "ბაიერნი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა (2:1) და მხოლოდ ერთი თამაშის მოგება აშორებს მე-15 ტიტულს. ფინალში სამეფო კლუბს დორტმუნდის "ბორუსია" შეხვდება. აღსანიშნავია, რომ რეალს ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი 9 ფინალიდან ყველა მოგებული აქვს.

ამ მომენტისთვის, რეალისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისაა, თუ როგორი იქნება ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის მომავალი. ორივე ლეგენდას კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ჯერ არაა გადაწყვეტილი გაგრძელდება თუ შეწყდება მათი ხელშეკრულებები. საფეხბურთო თვალსაზრისით, ხორვატმა და გერმანელმა აჩვენეს, რომ მათ აქვთ უნარი გადაწყვიტონ მატჩის ბედი და კარლო ანჩელოტისთვის ორივე ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომ მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევაში ორივეს აუცილებლად დაიტოვებდა.

იმის ფონზე, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კლუბის მხრიდან არანაირი შეთავაზება არ გაკეთებულა, ფიქრობენ, რომ 2024-25 წლების ფორმაციის რეალში კლუბის ლეგენდებს ვეღარ ვიხილავთ. ასე იყო წინა წელს ბენზემას შემთხვევაშიც. მეორე მხრივ, MARCA წერს, რომ კროოსსა და მოდრიდჩს კლუბში ისეთი ავტორიტეტი აქვთ, ფლორენტინო პერესი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ყველა მხარის შეხვედრაზე, ფეხბურთელების მომავალთან დაკავშირებით, საერთო კონსესუსი უნდა შედგეს, სადაც ძირითადად, სწორედ მოდრიჩისა და კროოსის შეხედულებები იქნება გათვალისწინებული.

სხვა სტატიები