ევროპის ჩემპიონატის პირველი 1/8 ფინალური მატჩი დანიასა და უელსს შორის გაიმართა, სადაც დანიის ნაკრებმა გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა ბრიტანული გუნდი და ევროპის ჩემპიონატის პირველი 1/4 ფინალისტი გახდა.
გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელებმა გამარჯვება დროშებით და წარწერებით აღნიშნეს, სადაც შემდეგი წარწერა იყო #FORCRISTIAN (კრისტიანისთვის). ეს გამარჯვება დანიელებმა კრისტიან ერიქსენს მიუძღვნეს.