100 000 ფუნტი კვირაში - აარონ რამსდეილი საუთჰემპტონის ფეხბურთელია
ინგლისის ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე - აარონ რამსდეილი კარიერას "არსენალიდან" "საუთჰემპტონში" გააგრძელებს.
"წმინდანებმა" აარონ რამსდეილის სანაცვლოდ €25 მილიონი გადაიხადეს და ინგლისელი მეკარე კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.
აარონ რამსდეილი ხელფასის სახით კვირაში 100 000 ფუნტს მიიღებს.
🚨 Aaron Ramsdale will earn over £100,000-a-week at Southampton and becomes the club's highest earner. 😇@JacobsBen | #DeadlineDay pic.twitter.com/3r0phS80IL
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) August 30, 2024
26 წლის მეკარემ "წმინდანებთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, შესაბამისად კლუბში 2028 წლის ივლისის ჩათვლით დარჩება.
"საუთჰემპტონმა" აარონ რამსდეილი სახალისო ვიდეოთი წარადგინა.
🚨 Aaron Ramsdale’s announcement at @SouthamptonFC. 🧙♂️ pic.twitter.com/WuO7xtgACm
— Eduardo Hagn (@EduardoHagn) August 30, 2024
შეგახსენებთ, რომ რამსდეილი "არსენალის" ღირსებას 2021 წლიდან იცავდა, რა პერიოდშიც მან 89 მატჩის ჩატარება შეძლო, საიდანაც 99 გოლის გაშვება და 32-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.